ჯადოსნური ცხოველების მეორე ნაწილი უკვე გადის კინოთეატრებში და საკმაოდ წარმატებულადაც. ფილმმა შემოსავლის სახით უკვე დააგროვა $253 მილიონი და წინსვლასაც განაგრძობს.

თუ ფილმი ჯერ კიდევ არ გინახავთ, მაშინ გთავაზობთ 14 ფაქტს, რომელიც ყველა მაგლმა უნდა იცოდეს, სანამ კინოთეატრში შევა.

1. ისტორია წინა ფილმში განვითარებული მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ ხდება

2. ფილმის ძირითადი ნაწილი ევროპაშია გადაღებული

3. ჯადოსნური ცხოველები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაშიც, რომ საფრანგეთი ნამდვილად ჯადოსნური ქვეყანაა

4. როგორც სათაურიდან ჩანს (ჯადოსნური ცხოველები: გრინდევალდის დანაშაულებანი), ფილმში მთავარი აქცენტი სწორედ გრინდევალდზე, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ჯადოქარზე კეთდება

5. ფილმში ჩნდება რამდენიმე ახალი პერსონაჟიც, მათ შორის ზოი კრავიცის გმირი

6. აუცილებლად უნდა იცოდეთ ისიც, რომ ახალგაზრდა დამბლდორის როლს ჯუდ ლოუ ასრულებს

7. საბოლოოდ ვიგებთ იმასაც, თუ ვინ იყო სინამდვილეში ნაგინი

8. ვეცნობით ჯადოქრების სხვა ოჯახებსაც

9. ფილმი სავსეა არაჩვეულებრივი სპეცეფექტებით, რაც ნამდვილად მონუსხავს ყველა მაგლს

10. ჯონი დეპის არჩევა გრინდევალდის როლზე, ბევრი პოტერჰედისთვის დღემდე მოუშუშებელი ტკივილია

ბონუსი: თუ პირველი და მეორე ფილმები არ გეყოთ, გეტყვით, რომ ჯადოსნური ცხოველების მესამე ნაწილი 2020 წელს გამოვა

კიდევ ერთი ბონუსი: საერთო ჯამში ხუთი ფილმის გამოსვლა იგეგმება