გაცოცხლდნენ, ამოვიდნენ სარდაფებიდან? — კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე
"უი, გაცოცხლდნენ, ამოვიდნენ სარდაფებიდან?" — აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ჟურნალისტმა ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაზე დაუსვა კითხვა. საქმე ეხება მთავრობის ინიციატივას, რომელიც სამოქალაქო სექტორმა გააკრიტიკა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა უწოდა.
კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას განაგრძობს და ამბობს, რომ მათ ნაწილს ნაციონალური მოძრაობის ნარატივი აქვს.
"ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ აკეთებდნენ განცხადებებს, როდესაც მათი მოვალეობა და უფლებამოსილება იყო, რომ გაეკეთებინათ განცხადებები იმ საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლებზე, რაც ხდებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში", — განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმითვე, რთულია ვალების ჩამოწერის ინიციატივის არჩევნებთან დაკავშირება. კალაძის განცხადებით, ჭარბვალიანობის თემას დიდი ხნის განმავლობაში, არჩევნების თარიღის გამოცხადებამდეც განიხილავდნენ და ამაზე პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძეც საუბრობდნენ.
"პირველ ტურში რომ დამთავრებულიყო არჩევნები და მერე გამოცხადებულიყო ეს გადაწყვეტილება, მაშინ რას იტყოდნენ. საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა, თუ არის რაიმე კითხვები, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან, ალბათ", — განაცხადა თბილისის მერმა.
არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობა "შავ სიაში" მყოფ 600 ათასი ადამიანს ჯამში 1,5 მილიარდის ოდენობის დავალიანებას უნულებს. საჭირო ფინანსური ტვირთი კი სრულად ქართუ ჯგუფმა იკისრა.
პირობები, რომელსაც ვალის ჩამოსაწერად პირი უნდა აკმაყოფილებდეს:
- თითოეულ ფინანსურ კომპანიაში ვალის ძირი თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს, თუმცა შესაძლოა, ჯამში 2 000 ლარზე გაცილებით მეტი იყოს;
- მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გადაუხდია სესხის ნაწილი;
- ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, მიკროსაფინანსო კომპანი ვივუსის კლიენტებს დავალიანება არ გაუნულდებათ. მინისტრის განმარტებით, კომპანია მოლაპარაკებების პირობებს არ დათანხმდა.
სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის ინიციატივა ვალების ჩამოწერის შესახებ ამომრჩევლის მოსყიდვაა. მისივე თქმით, 100 ლარზე მეტი ოდენობის თანხით მოსყიდვაზე პასუხისმგებელია პროკურატურა და უწყება საქმით უნდა დაინტერესდეს. ამავე პოზიციაზეა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილიც. იგი აცხადებს, რომ ვალების ჩამოწერის გეგმა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.
ვალების ჩამოწერაზე მთავრობის ინიციატივას პროკურატურა შეისწავლის. მათი თქმით, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები