როგორი აღფრთოვანებულიც არ უნდა იყოთ რემი მალეკის მიერ განსახიერებული ფრედი მერკურის პერსონაჟით, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, შესაძლოა წარმოდგენები შეგეცვალოთ.

მართლაც გაუგებარია, რატომ არ აირჩიეს ქუინის ლეგენდარული სოლისტის როლზე ეს მებულულე, რომელიც ფრედი მერკურის შესრულებულ Ay-Oh-ს პირს იდეალურად აყოლებს.

პატარა ცხოველის ვიდეო იუთუბზე ჯო ვევერსმა გამოაქვეყნა, წარწერით "მებულულე მერკური".