აშშ-ს პრეზიდენტის შვილი და მრჩეველი ივანკა ტრამპი პირად მეილს სამსახურები მიმოწერისთვის იყენებდა და ამით კი უსაფრთხოების რეგლამენტი დაარღვია.

The Washington Post-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ 2017 წელს ივანკა ტრამპი ხშირად განიხილავდა თეთრი სახლის საქმეებს თავისი პირადი მეილით, რომელიც თავის ქმართან, ჯარედ კუშნერთან საზიარო დომეინზე ჰქონდა დარეგისტრირებული. ამ ხნის განმავლობაში კი მან ასობით წერილი გაიგზავნა როგორც თეთრი სახლის წარმომადგენლებს, ისე სხვა ორგანოების თანამშრომლებს.

ივანკა ტრამპის იურისტებმა ჟურნალისტებს დაუდასტურეს, რომ ის ხანდახან იყენებდა პირად მეილს, სანამ არ გააფრთხილეს, რომ სამსახურებრივი მოვალეობისთვის მისი გამოყენება არ შეიძლებოდა. გარდა ამისა, მათივე თქმით, ტრამპის წერილები არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებებს.

2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში დონალდ ტრამპი აპელირებდა იმაზე, რომ სახელმწიფო მდივნად ყოფნის პერიოდში ჰილარი კლინტონი პირად მეილს სამსახურებრივი მიმოწერისთვის იყენებდა.

პირადი მეილის გამოყენების საქმეზე გამოძიებაც დაწყო, თუმცა საგამოძიებო ორგანოებმა ჰილარი კლინტონს ბრალი არ წაუყენეს. დღემდე კი მიიჩნევა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეილის სკანდალი კლინტონის დამარცხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.