საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი 2:1 დაამარცხა. მატჩი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

პირველი გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა, მეორე — გიორგი ჩაკვეტაძემ. საქართველოს ნაკრებში კი გოლი 89-ე წუთზე გავიდა.

საქართველოს ნაკრებმა Uefa-ს ერთა ლიგის ჩემპიონატზე, 6 მატჩიდან 5 გამარჯვებით დაასრულა, ერთში კი ფრე ითამაშა. ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის D ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალურ შეხვედრას თბილისი უმასპინძლებს.

დღეს, 19 ნოემბერს თბილისში, დინამო არენაზე დაგეგმილ საქართველო-ყაზახეთის მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა. ბილეთების ფასი სიმბოლური თანხა ერთი ლარი იყო. ფედერაციაში ამბობდნენ, რომ ამ ფორმით მათ გულშემატკივრებს მდლობა გადაუხადეს.