ბილბორდების "არა ნაცებს", არა ბოროტებას" დამკვეთი აცხადებს, რომ მან, როგორც კერძო პირმა, შეუკვეთა ისინი და მასში ჯამში 51 841 ლარი გადაიხადა. ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში დამკვეთი აღნიშნავს, რომ ბანერებით ყოფილი ხელისუფლების შესაძლო დაბრუნება გააპროტესტა:

"ეს ჩემი წინასაარჩევნო სიურპრიზი იყო მაგათთვის".

თბილისში გამოჩენილ ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო ახალ ბილბორდებზე, ქართული ოცნების პრესსამსახურში ამბობენ, რომ მათი დაკვეთით არ გაკეთებულა, თუმცა ინფორმირებული იყვნენ ამის თაობაზე. პარტიაში აცხადებენ, რომ ბილბორდები კერძო ინიციატივაა.

მანამდე, ენმ-ის საწინააღმდეგო ბილბორდების შეკვეთაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა. მისი თქმით, ის იზიარებს ბანერზე გამოსაზულ სულისკვეთებას, თუმცა, ისინი მათ არ დაუკვეთავთ.

ირმა ინაშვილმა განმარტა, რომ ისინი მართლაც ამზადებენ ბანერებს, რაც 23 და 25 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში დაგეგმილ აქციებს უკავშირდება.