Vivus: უცნობი მიზეზის გამო ფინანსთა სამინისტრომ ჩვენთან კონტაქტი შეწყვიტა
მიკროსაფინანსო კომპანია ვივუსის განცხადებით, დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირევით ფინანსთა სამინისტრომ, მათთვის უცნობი მიზეზით, კომპანიასთან კონტაქტი შეწყვიტა. როგორც კომპანია განცხადებაში განმარტავს, ინიციატივასთან დაკავშირებით სამინისტრო მათ ორი კვირის წინ დაუკავშირდა.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სესხების შესაძლოა, გამოსყიდვასთან დაკავშირებით კომპანიამ პორტფელის მონაცემები და პირობები სამინისტროს გადაუგზავნა:
"გასული კვირის დასაწყისში პორტფელის ნაწილზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტით ჩვენი წინადადება, რომელიც, ჩვენი აზრით სრულად ჯდებოდა სამინისტროს მიერ გაჟღერებულ პირობათა ჩარჩოში".
კომპანიის განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ სამინისტრომ მათთან კონტაქტი შეწყვიტა. ვივუსი აცხადებს, რომ გაჟღერებული მოლაპარაკებების პირობებში მზად არიან მოლაპარაკებები აწარმოონ.
დღეს, 19 ნოემბრის საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 ათასი ადამიანისთვის ჯამში 1,5 მილიარდი ლარის ვალის განულებაზე ისაუბრა. პრემიერის ბრიფინგმა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა, თუმცა ნათელი იყო ვის ჩამოეწერება დავალიანება.
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ვალის ჩამოწერის პირობებზე ისაუბრა.
პირობები, რომელსაც ვალის ჩამოსაწერად პირი უნდა აკმაყოფილებდეს:
- თითოეულ ფინანსურ კომპანიაში ვალის ძირი თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს, თუმცა შესაძლოა, ჯამში 2 000 ლარზე გაცილებით მეტი იყოს;
- მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გადახდილა სესხის ნაწილი.
ვის არ ჩამოეწერება ვალი:
- ვივუსის კლიენტებს. ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ კომპანიასთან ვერ შეთანხმდნენ;
- ვისი ვალის ძირი თანხაც 2 000 ლარს აჭარბებს.
ბახტაძის ინფორმაციით, ე.წ. შავ სიაში მყოფილი ადამიანების 95 პროცენტს სწორედ 2 000 ლარამდე "ძირი თანხის" მქონე დავალიანება აქვთ.
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
კომენტარები