ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება.

მისი თქმით, ვაშაძის გაპრეზიდენტების შემდეგ საპარლამენტო პროპორციულ არჩევნებს, რომელიც დაგეგმილი იყო 2024 წელს, 2019 ან 2020 წელს გადმოიტანენ.

"იმისთვის, რომ არც ერთი მთავრობა არ გავიდეს თავს და არ გახდეს გაბატონებული არამედ იყოს მსახური ქვეყნის, არც ერთი მთავრობა არ გათავხედდეს, ისევე როგორც დღეს გვყავს გათავხედებული მთავრობა. ამისთვის საჭიროა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რათა ძალაუფლებაში მოვიდნენ ისეთი პროპორციით პარტიები, რა პროპორციითაც მიიღებენ არჩევნებში ხმებს", — ამბობს უგულავა.

საქართველოში არჩევნები შერეული, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ტარდება. საკონსტიტუციო ცვლილებებით კი, არჩევნები სრულად პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადავა.