პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლულის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს.

მაჩალიკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის ქმედებებისა პანკისის ხეობაში, ის იძულებულია მათ მისცეს ხმა.

"არასოდეს დამავიწყდება ნაცმოძრაობის დროს გუმაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია, ჩემი მეხსიერებიდან არ წაიშლება ლაფანყურის ამბები, რომლის წინაშეც ყველანი უძლურნი ვიყავით, მაგრამ მერწმუნეთ და დიდი ბოდიშის მოხდით, მინდა გითხრათ, ამ ზემოთ ჩამოთვლილი ტრაგედიებისა და ჩემი ოჯახის ტრაგედიას შორის განსხვავება დიდია, რაოდენობრივად კი არა შესრულების მანევრით", — განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა დაუჭირონ მხარი, რომ "ამ ქოცთა ხროვამ არ იბოგინონ ქვეყანაზე".

"თუ არ დამიჭერთ მე მხარს, ამ ქოცებს მინც ნუ მისცემთ ხმას..", — წერს მაჩალიკაშვილი.