განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სმორტის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა ავარიიდან მეორე დღესაც სტაბილურად მძიმეა. როგორც ინგოროყვას კლინიკას პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს მინისტრის მოადგილე რეანიმაციაში მართვის სუნთქვაზე რჩება.

მიხეილ გიორგაძე 17 ნოემბერს ყვარელში ავარიაში მოყვა. საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.