არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობა 600000 ადამიანს საბანკო დავალიანებას უნულებს
არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობა "შავ სიაში" მყოფ 600 000 ადამიანს ჯამში 1,5 მილიარდის ოდენობის დავალიანებას უნულებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე განაცხადა.
ცვლილება ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანებას შეეხება. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ქართუ ჯგუფს და აღნიშნა, რომ მათი დახმარების გარეშე ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა. მან დამატებით კითხვებს არ უპასუხა, შესაბამისად, პასუხგაუცემელია კითხვები, ვინ გადაიხდის ამ დავალიანებას მოვალეების ნაცვლად და რა ფორმით იქნება ჩართული ქართუ ფონდი ამ პროცესში.
"ეს გადაწყვეტილება ეხება 600 000-მდე მოქალაქის, მათ შორის, თითქმის 150 000 სოციალურად დაუცველის მიერ აღებულ სამომხმარებლო სესხებს, რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2 000 ლარს... ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება", — თქვა პრემიერმა.
მან დასძინა, რომ ე.წ. მევახშეებით გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლადაც მუშაობენ.
გუშინ, 18 ნოემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ქართული ოცნების შტაბში, ჭარბვალიანობის თემაზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უპასუხა. კალაძემ საქართველოს მთავრობის "მასშტაბურ გადაწყვეტილება" დააანონსა და პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსვლას "შავი სიიდან" მოქალაქეების ამოღებაზე კლოუნადა უწოდა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ჩაინიშნა. იმის მიუხედავად, რომ მთავრობა მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დამაჯერებელ გამარჯვებაზე საუბრობდა, არჩევნების მეორე ტურის ჩატარება აუცილებელი გახდა. ამის შემდეგ უმრავლესობამ და მთავრობამ დაშვებულ შეცდომებზე დაიწყო საუბარი, პარტიის თავმჯდომარემ კი "შეცდომების გამოსასწორებლად" მოქალაქეებისგან ერთწლიანი ვადა ითხოვა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები