როგორც ჩანს, მიზანდასახულობა მხოლოდ ადამიანური თვისება არაა. უკვე წლებია, რაც ხელოვნების ორი გულმხურვალე მოყვარული იაპონიის ქალაქ ონომიჩის ხელოვნების მუზეუმში შეღწევას ცდილობს. მათ გამუდმებით უკან აბრუნებენ, მაგრამ კენ ჩანი და გოსაკუ ფარ-ხმალს არ ყრიან.

ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა მუზეუმში კატებისადმი მიძღვნილი ფოტოგრაფიული გამოფენა გაიხსნა. ცოტა ხანში კი დაუპატიჟებელი სტუმარიც გამოჩნდა, რამაც შეკრებილი საზოგადოება გვარიანად გაახალისა. დაცვამ კატა შენობაში არ შეუშვა. რამდენიმე თვის შემდეგ კატა დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად წითურ მეგობართან ერთად. ჩანაფიქრმა არც ამჯერად გაამართლა.

როგორც ჩანს, კატებმა მუზეუმთან ახლოს დაიდეს ბინა, რადგან ისინი ისევ და ისევ ბრუნდებიან. პერსონალისთვის ფისოების გაბრუნება ერთგვარ თამაშად გადაიქცა. დაცვის წევრებმა ტვიტერზე ფოტოების გამოქვეყნება დაიწყო, რამაც კატებს პოპულარობა მოუტანა.

მართალია, მუზეუმში შესვლა კატებმა ჯერაც ვერ მოახერხეს, მაგრამ სამაგიეროდ, ამ შენობაში დასაქმებული ყველა ადამიანი გაიცნეს და ინტერნეტშიც უამრავი ფანი შეიძინეს.

ქალაქ ონომიჩის ხელოვნების მუზეუმის დაცვის წევრებს ერთი მნიშვნელოვანი საქმე აქვთ: მათ კატები შენობაში არ უნდა შეუშვან

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

არსებობს ორი მთავარი მეტოქე: ერთი შავია

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

მეორე - ჟღალი

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მუზეუმში ფოტოგრაფ მიცუაკი ივაგოს გამოფენა "კატები" გაიხსნა

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

გამოფენის გახსნიდან რამდენიმე დღეში მუზეუმის კართან ფისო გამოჩნდა

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

მას მუზეუმში შესვლა უნდოდა, თუმცა დაცვის წევრმა გზა გადაუღობა

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

გასულ წელს ხელოვნებით დაინტერესებული შავი კატა დაბრუნდა

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

თუმცა, ამჯერად მარტო არ იყო

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

რაოდენობრივ მატებას არაფერი შეუცვლია

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

როგორც ჩანს, კატებმა მუზეუმთან დაიდეს ბინა, რადგან ხშირად ბრუნდებიან

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

მართალია, შიგნით შესვლა ჯერ არ გამოსდით

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

მაგრამ ხანდახან ექსპონატებისთვის თვალის მოკვრას მაინც ახერხებენ

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

დაჟინებულ მცდელობებს დიდი ენერგია მიაქვთ და შესვენებაც აუცილებელია

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

მუზეუმმა ფუმფულა მეგობრების სახელზე ტილოს ჩანთებიც კი შექმნა

ფოტო: Bijutsu1 / Twitter

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები