ბოლო წლებში ტექნოლოგიურმა განვითარებამ უპრეცედენტო ზრდას მიაღწია, მსოფლიომ დაინახა, რამხელა შესაძლებლობებს გვაძლევს ეს განვითარება. დროა, ვიფიქროთ იმაზე სადამდე მიგვიყვანს ტექნოლოგიებისა და ადამიანის ძალების გაერთიანება? და საერთოდ, აქვს თუ არა ადამიანის შესაძლებლობებს საზღვრები?

თუ გაინტერესებს, რა კავშირია თავისუფლებასა და ტექნოლოგიურ განვითარებას შორის, 24 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში, #FreedomTech კონფერენციაზე მოწვეული სპიკერების მოხსენებებს უნდა დაესწრო.

ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის რიგით მე-5 რეგიონალურ #FreedomTech კონფერენციას მართავს! ESFL თბილისის რეგიონალური კონფერენცია კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური სტუდენტური შეკრებაა, რომელიც ასობით თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდას აერთიანებს. შარშანდელ კონფერენციას რეგიონიდან ცხრაასზე მეტი სტუდენტი დაესწრო.

წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში მოწვეული მომხსენებლები ისაუბრებენ თავისუფლების იდეასა და ტექნოლოგიურ განვითარებას შორის კავშირებზე. ბლოქჩეინი, ბიოინჟინერია, AI და რობოტიკა, ტრანსჰუმანიზმი, დარქ ნეტი, ტოკენიზაცია - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც 24 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში “ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის” განიხილავენ.

კონფერენციის ნაწილი დაეთმობა გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველაზე წარმატებული ქართული სტარ აპები და კომპანიები და მათ მიერ შექმნილი პროდუქტები.

როგორც წინა წლებში, კონფერენციაზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია.

კონფერენციაზე მომხსენებლები იქნებიან:

იარონ ბრუკი

აინ რენდის ინსტიტუტის დირექტორი.

იარონ ბრუკი ეინ რენდის ისნტიტუტის ხელმძღვანელია. როგორც ორგანიზაციის მთავარი სპიკერი და ეინ რენდის მეგობარი, ის მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს და საზოგადოებას რენდის ფილოსოფიას აცნობს. მომხსენებელი კონფერენციაზე ტექნოლოგიური განვითარების მომავალზე და თავისუფლებაზე ისაუბრებს.

დომინიკ სტროკალი

Bit-Agenc-ის თანადამფუძნებელი.

ჩეხი ეკონომისტი, ციფრული ვალუტის ექსპერტი Dominik Stroukal 24 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიაში ის ტრანსჰუმანიზმზე ისაუბრებს. განვითარების რა ეტაპზე შეიძლება აღმოვჩნდეთ ადამიანისა და ტექნოლოგიების შერწყმის შედეგად? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მომხსნებელი კონფერენციაზე შეეცდება.

ზაკ ჰარვი

Lamassu-ს თანადამფუძნებელი

კონფერენციის შემდეგი მომხსენებელი მსოფლიოში პირველი ბიტკოინის ბანკომატის გამომგონებელი ზაკ ჰარვია. 24 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში ის ისაუბრებს მუსიკალურ გადატრიალებაზე და კრიპტოსამყაროზე, ანუ - “დედ კენედიდან სატოში ნაკამოტომდე - როგორ შეცვალა პანკმა მუსიკა და ფული”.

ზაკ ჰარვი და მისი ძმა, ჯოშ ჰარვი ბიტკოინზე 2011 წლიდან მუშაობენ. 2013 წელს მათ გადაწყვიტეს, რომ ბიტკოინი ხელმისაწვდომი გაეხადათ მომხმარებლებისთვის და პირველი ბიტკოინის ბანკომატი შექმნეს.

ლაშა ანთაძე

Shelf Network-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ლაშა ცნობილი სტარტაპის Shelf Network-ის დამფუძნებელი და CEO-ა. კომპანია Shelf ბლოქჩეინის გამოყენებით წარმოადგენს გამჭირვალე, უსაფრთხო და გაცილებით უფრო პრაქტიკული აუქციონის სისტემას.

ლაშა ანთაძეს გამოცდილება ასევე აქვს საერთაშორისო ანტიკორუფციული რეფორმებისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესების მენეჯმენტში. კონფერენციაზე ის ისაუბრებს ტოკენიზაციის შესახებ - "ყველა ტოკენი თანაბარი არ არის!"

მეტ ქიბი

Free The People-ის პრეზიდენტი.

კონფერენციის შემდეგი მომხსენებელი, ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპიკერი, მეთ კიბეა. ის ამერიკაში ცნობილი, თავისუფლების ღირებულებების გამავრცელებელი, საგანმანათლებლო ორგანიზაციის “Free the People-ს” პრეზიდენტი და ავსტრიული ეკონომიკური ცენტრის გამორჩეული წევრია.

მეთ ქიბის მოხსენების სახელია: "მემარცხენეობა, მემარჯვენეობა თუ თავისუფლება? როგორ უნდა მიაწვდინონ ლიბერტარიანელებმა ხმა ახალ აუდიტორიას?”

ალექსანდარ კოტოვიჩი

Students For Liberty-ს ევროპული პროგრამების დირექტორი.

კონფერენციის საპატიო სტუმარი და მომხსენებელი, Aleksandar Kokotović თბილისის რეგიონალურ კონფერენციას მეხუთედ ეწვევა. წელს ის ვების ბნელ მხარეზე და ტექნოლოგიურ თავისუფლებაზე ისაუბრებს.

ალექსანდრემ ბელგრადის უნივევრსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი დაამთავრა და დღეს ის “ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის” ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის დამფუძნებელი.

ზურაბ ჯაფარიძე ცნობილია არაერთი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტით, რომელთაც, მისი თქმით, საფუძვლად თავისუფლების იდეა, ინდივიდუალური თავისუფლება, საკუთრების უფლება და ლიმიტირებული მთავრობის კონცეპტი უდევს.

ჯაფარიძე ხშირად ციტირებს ამერიკის დამფუძნებელ მამებს დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან: “შემოქმედი ყველა ადამიანს ანიჭებს ხელშეუვალ უფლებებს, მათ შორის სიცოცხლეს, თავისუფლებას და ბედნიერებისკენ სწრაფვას”.

ზურაბ ჯაფარიძე კონფერენციაზე წარმოადგენს თემას: "როგორ შეცვლის ტექნოლოგიები პოლიტიკას?"

კონფერენციის შესახებ სიახლეების უწყვეტად მისაღებად შეამოწმეთ კონფერენციის "ივენთი", ასევე Facebook და Instagram გვერდები. კონფერენციაზე დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე.