ჰეილი ბოლდუინმა ჯასტინ ბიბერთან ქორწინება ოფიციალურად დაადასტურა, როცა ინსტაგრამზე გვარი შეიცვალა და ჰეილი ბიბერი დაიწერა. მან შეცვალა თავისი იუზერნეიმიც.

მოგვიანებით, ჯასტინ ბიბერმაც დაპოსტა ფოტო, წარწერით, "ჩემი ცოლი მაგარია".

არაოფიციალური ცნობებით, 21 წლის მოდელმა და კანადელმა პოპმომღერალმა სექტემბრის დასაწყისში საიდუმლოდ იქორწინეს.

View this post on Instagram

My wife is awesome

A post shared by Justin Bieber (@justinbieber) on

ჰეილის ცვლილებებს სოციალურ ქსელში რამდენიმე საათით უსწრებდა უხერხული შემთხვევა. ის ინსტაგრამზე სელენა გომეზის ფანს გაჰყვა, თუმცა მოგვიანებით მას მისწერა, რომ ეს შემთხვევით მოხდა და გამოწერა გაუუქმა.

ჯასტინი და ჰეილი ივლისში დაინიშნენ. როგორც ცნობილია, ბიბერმა ჰეილის ხელი ბაჰამის კუნძულებზე სთხოვა. წყვილი წლების წინ ხვდებოდა ერთმანეთს, მათ ურთიერთობა ზაფხულში განაახლეს.