ტელეკომპანია რუსთავი 2-მა აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც საქნახშირის დირექტორი ჯამბულ ჯაყელი შახტში დასაქმებულ ადამიანებს ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემაზე ესაუბრება.

"დაგვიტოვეთ ხელმძღვანელობას იმ ხალხთან [სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან] მისასვლელი გზა. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო კანდიდატმა წააგო და მიდიხარ სათხოვნელად. რო მოიგოს, უფრო კარგად ხო მიხვალ?" — ამბობს, სავარაუდოდ, საქნახშირის დირექტორი აუდიოჩანაწერში.

ჩანაწერში ისმის, რომ ჯაყელი შახტში დასაქმებულებს ხმის მისაცემად ოჯახის წევრების ტრანსპორტიებასაც ჰპირდება.

საქნახშირის დირექტორი რუსთავი 2-თან საუბრისას ამბობს, რომ მუშებს "სწორი არჩევანის გაკეთებაზე" ესაუბრა.