საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა სამოას ნაკრები დაამარცხა. მატჩი რამდენიმე წუთის წინ ანგარიშით 27:19 დასრულდა.

ბორჯღალოსნებმა სამოას სამი ლელო დაუდეს. მათი ავტორები გელა აფრასიძე, ოთარ გიორგაძე, ვასილ ლობჟანიძე იყვნენ.

ფოტო: Georgian Rugby / Facebook

ფოტო: Georgian Rugby / Facebook

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 ნოემბერს დინამო მესხის სტადიონზე გამართავს. ბორჯღალოსნები ტონგას შეხვდებიან.