სასამართლომ თეთრ სახლს CNN-ის ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის დაბრუნება დაავალა
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის ჟურნალისტისთვის, ჯიმ აკოსტასთვის აკრედიტაციის დაბრუნება დაავალა. როგორც CNN წერს, რომ ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
ეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არაა. ტელეარხის სურს დაამტკიცოს, რომ თეთრმა სახლმა აკოსტასთვის აკრედიტაციის ჩამორთმევით ამერიკის კონსტიტუციის პირველი და მეხუთე შესწორება დაარღვია. აკოსტას კი აკრედიტაცია საბოლოო გადაწყვეტილებამდე აღუდგება, ეს კი ნიშნავს, რომ ჟურნალისტი ტრამპის ადმინისტრაციაში სამუშაოდ დაბრუნდება.
CNN-მა თეთრი სახლის ადმინისტრაციას 13 ნოემბერს უჩივლა. საჩივარში, რომელიც ვაშინგტონის საოლქო სასამართლოში შევიდა, ნათქვამია, რომ ჯიმ აკოსტას თეთრი სახლის საშვი "უსამართლოდ" ჩამოერთვა. CNN-ს მხარი დაუჭირა კონკურენტმა მედიამ Fox News-მაც.
ჯიმ აკოსტა CNN-ის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტია. მას საშვი თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა 7 ნოემბერს პრეზიდენტ ტრამპთან გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის შემდეგ ჩამოართვეს.
კითხვა, რომელზე პასუხსაც ჟურნალისტი დაბეჯითებით ითხოვდა, მიგრანტების იმ ქარავანს შეეხებოდა, რომელიც შეერთებულ შტატებს სამხრეთ საზღვართან უახლოვდება. აკოსტა კითხვაში პრეზიდენტს დაბეჯითებით სთხოვდა დაესაბუთებინა, თუ რატომ უწოდა ტრამპმა იმიგრანტთა ამ ნაკადს ქვეყანაზე "თავდასხმა".
თეთრი სახლი თავის მხრივ აცხადებს, რომ CNN-ის ჟურნალისტი პრესკონფერენციაზე ხელით უხეშად შეეხო ქალს, რომელსაც მიკროფონი სხვა ჟურნალისტისთვის უნდა გადაეცა. თუმცა, ვიდეოჩანაწერზე არ ჩანს, რომ აკოსტა თეთრი სახლის თანაშემწეს აგრესიულად ექცეოდა.
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია მხარს უჭერს ჯიმ აკოსტას. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჟურნალისტისთვის საშვი თავიდანვე არ უნდა ჩამოერთმიათ და საერთოდ, "შეერთებული შტატების პრეზიდენტს არაფერი არ უნდა ესაქმებოდეს იმ კაცის თუ ქალის შერჩევასთან, ვინც მის პრესკონფერენციას აშუქებს".
დონალდ ტრამპი პოლიტიკაში შებიჯების დღიდან, ჟურნალისტებზე ვერბალური თავდასხმებით გამოირჩევა. პრეზიდენტი მედიას სისტემატურად უწოდებს "ყალბს" და "უსამართლოს". ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია მისმა შეფასებებმა, როცა მედიის რამდენიმე წარმომადგენელს ტრამპმა "ხალხის მტერი" უწოდა, ტერმინი, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი მილიონობით ადამიანის გასასამართლებლად და დასახვრეტად იყენებდა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები