ქართულ სუპერმარკეტებში ყრდელის სალათის გამოჩენის შემდეგ, ჩემი ცოლის დაქალების წამოწყებული ბიზნესი და ქართული რეალობა კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. ცოტა ხნის წინ, თბილისში წამოსაწოლი ტაქსი გამოჩნდა.

როგორც On.ge-ს ბიზნესის მფლობელმა უთხრა, ის უკვე ერთი თვეა, რაც თბილისის მასშტაბით მოძრაობს, თუმცა შეკვეთებს ქალაქგარეთაც იღებს. ამჟამად, 23 წლის მიხეილს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ბიზნესი დროებით შეჩერებული აქვს.

ფოტო: წამოსაწოლი ტაქსი

წამოსაწოლი ტაქსის მფლობელის თქმით, იდეა მას დამოუკიდებლად გაუჩნდა. მისი სიტყვებით, მგზავრების კომფორტისთვის ტაქსის უკანა ნაწილში პუფები აქვს განლაგებული და განათებებითა და სურათებით აქვს მორთული. რაც შეეხება მუსიკას, მას მგზავრები თავად ირჩევენ.

"ჩემი ცოლის დაქალებს იშვიათად ვუყურებ", - გვეუბნება ის.

არ ვიცით, რას ფიქრობს იდეის ავტორი მერაბ დარჩია, რომელმაც წამოსაწოლი ტაქსების ბიზნესი ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, თუმცა ჩცდ-ს პროდიუსერი გვეუბნება, რომ ტაქსის შესახებ უკვე იცის. "ღმერთმა გაუმარჯოს, მწვანე შუქზე ევლოს", - ამბობს ირაკლი საღინაძე.

როგორც ფეისბუქზე გამოქვეყნებული მეოცე საუკუნის რეკლამაში ვხედავთ, წამოსაწოლი ეტლი ტფილისში ჯერ კიდევ 1902 წელს მოძრაობდა.