Big Little Lies-ის დიდი წარმატების შემდეგ, HBO-მ გადაწყვიტა ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით კიდევ ერთი მინისერიალი გადაიღოს. სერიალს The Undoing ერქმევა, სცენარზე კი დევიდ კელი და ბრუნა პაპანდრეა იმუშავებენ. HBO-ს ახალი შოუ ჯეინ კორელიცის რომანის, You Should Have Known, ადაპტაცია იქნება.

სერიალში ნიკო კიდმანს პარტნიორობას ჰიუ გრანტი გაუწევს.

სერიალის სიუჟეტი წარმატებული თერაპევტის, გრეის საქსის გარშემო ვითარდება, რომელსაც ზუსტად ისეთი ცხოვრება აქვს, როგორზეც ყოველთვის ოცნებონდა - მოსიყვარულე ქმარი, საინტერესო პროფესია და შვილი. თუმცა, მას შემდეგ, რაც გრეისი წიგნს - You Should Have Known გამოსცემს, ყველაფერი იცვლება. სასტიკი მკვლელობა და ქმრის გაუჩინარება კიდმანის პერსონაჟს თავისი ცხოვრების გადაფასებისკენ უბიძგებს, მოუწევს ყველაფერთან გამკლავება და ცხოვრების თავიდან დაწყება.

ამ ეტაპზე უცნობია როდის დაიწყება სერიალი გადაღება.