ყურსასმენების მოულოდნელი გაფუჭება, სიცივის შიშით თბილად ჩაცმა და მერე გაოფლიანება, დაუსრულებელი ლოდინი, თუ როდის გაგვიღებენ კარს — ამ და სხვა დისკომფორტულ სიტუაციებში ყოველდღიურად ვხვდებით, თუმცა მათ არსებობას იმდენად შევეჩვიეთ, რომ აღარც ვწუწუნებთ ხოლმე.

ეს ჩამონათვალი მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიკითხეთ, თუ მყარი ნერვები გაქვთ.

1. როცა საუზმის მომზადების შემდეგ ფანტელების შეკვრას უკან აბრუნებ და ყუთი აი, ასე იბერება

ფოტო: Twitter: DavidBugnon

2. როცა ბანაობისას შემთხვევით შამპუნის ბოთლს ხელს კრავ და ის კონდიციონერთან, შხაპგელთან, კბილის პასტასთან და ათას სხვა რამესთან ერთად ხმაურით ეცემა ძირს

ფოტო: Giphy

3. ჟალუზები, როგორც ასეთი

4. როცა პურის ნაჭერზე ცივი კარაქის წასმას ცდილობ და იხევა

ფოტო: Up_The_Pubs / Twitter

5. როცა ყურსასმენს ცალი მხარე უფუჭდება და ვერც აგდებ, ვერც ხმარობ

6. როცა წვიმის დროს ტელეფონს დემონი უსახლდება და შენ აღარ გემორჩილება

7. როცა ჩიფსების ხრამუნში ფილმის დიალოგები აღარ გესმის

8. როცა სახლში პროდუქტებით დატვირთული ბრუნდები, ზარს რეკავ, კარის გაღებას კი არავინ ჩქარობს

9. როცა ხელების დაბანისას ტანსაცმლის სახელო გისველდება

ფოტო: derpyturtlememeshop

10. როცა მაღვიძარას დარეკვამდე 10 წუთით ადრე გეღვიძება

ფოტო: Tenor

11. როცა გგონია, რომ ონლაინ შოპინგისას კარგ ფასდაკლებას მიაგენი და მერე შიპინგის ფული ემატება

ფოტო: gayoongi

12. როცა წინდები გაცვია და შემთხვევით სისველეში ჩააბიჯებ

13. და კბილის პასტა რომ ცურდება ჯაგრისიდან?

14. როცა ახალდაბანილი თმა შრება და ლომის ფაფარივითაა

მუფასა დამიძახეთ

15. როცა წამით მუსიკა წყდება და ხვდები, რა საშინლად მღეროდი

ფოტო: Tenor

16. როცა ელვა-შესაკრავი იჭედება

17. როცა სუპერმარკეტში ზუსტად იმ პროდუქტთან დგანან, რომლის აღებასაც აპირებდი და იძულებული ხარ, დრო გაიყვანო

18. როცა შორს ხარ, ვიღაც კარს გიკავებს და უნდა აჩქარდე, რადგან უხერხულია

ფოტო: WCSN-LD

19. როცა ფრჩხილთან უპაწაწინესი კანის მოცილება გინდა და ყველაფერი ასე სრულდება

20. როცა უზარმაზარი ხმაურიანი მწერი ყურთან ახლოს ჩაგიფრენს

21. როცა ტელეფონი სავარძელსა და სახელურს შორის ცურდება

22. როცა ტელეფონი ვიბრირებს, ამოწმებ და შეტყობინება არაა

23. როცა მშიერი კოღო ყურთან გიწუის

24. როცა ტაქსისტი 5 ლარად წაყვანაზე გთანხმდება და მერე გაბუტული სახით ზის

25. როცა ზედმეტად თბილად გამოეწყობი და მერე მთელი დღე გაოფლილი დადიხარ

26. როცა ბანაობის მერე სარკეში ჩახედვა გინდა, მაგრამ ორთქლი ხელს გიშლის

27. როცა მეგობარი ერთად გადაღებული ფოტოებიდან მხოლოდ იმას დებს, სადაც მხოლოდ თვითონაა ლამაზი

რამე ხომ არ გამოგვრჩა?