მობილური ოპერატორი ვიონი საქართველო ბილაინის მომხმარებელს ახალ ინტერნეტ პაკეტს, "ღამის ულიმიტო ინტერნეტს" სთავაზობს.

ხსენებული პაკეტი მოქმედებს შეძენიდან 2 ღამის განმავლობაში, 00:15 საათიდან დილის 08:00 სთ-მდე და ფასი 2 ლარს შეადგენს. აქტივაცია შესაძლებელია: მობილური აპლიკაციით MyBeeline, ვებგვერდიდან shop.beeline.ge და ასევე ტელეფონიდან კოდით: *220*2#

ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტ პაკეტების ფართო არჩევანს, მორგებულს სხვადასხვა საჭიროებაზე, 3G და 4G/LTE ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ბილაინის მიზანია, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მიეცეს წვდომა ხარისხიან და ხელმისაწვდომ მობილურ ინტერნეტზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: beeline.ge