დღეს ძალიან იღბლიან ცხოველს გაგაცნობთ, რომელიც კაცმა საკუთარ სახლში, საწოლზე იპოვა და უსაყვარლეს შინაურ ცხოველად გაზარდა.

საქმე ის არის, რომ პატარა ციყვის, თამბელინას (ცეროდენა) დედამ საწოლზე ბუდე გაიკეთა, რომელშიც თავისი ორი ახალშობილი გააჩინა და დატოვა.

დედა ციყვის უყურადღებობას ერთი-ერთი პატარას სიცოცხლე შეეწირა, მეორეზე ზრუნვა კი სახლის პატრონმა საკუთარ თავზე აიღო და როგორც ხედავთ, საოცარი შედეგიც მიიღო.

პატარა ციყვი ახლა უკვე ოჯახის სრულუფლებიანი წევრია.

იღბლიანი ცხოველი ადამიანების გარემოცვაში იზრდებოდა და მთელი ამ დროის მანძილზე სხვა ციყვებთან ურთიერთობა არ ჰქონია.

ფოტო: little_thumbelina_girl

დიახ, თამბელინა საერთოდ არ ჰგავს სხვა ციყვებს. მას არც გარეთ გასვლა უყვარს და არც სხვა ციყვები. გარდა ამისა, ის ხეებზე ხტომითაც არ არის დიდად დაინტერესებული.

"ზუსტად არ ვიცი რას ფიქრობს, მაგრამ ალბათ არც იცის, რომ ციყვია", - ამბობს თამბელინას გამზრდელი.

ზრდასრული თამბელინა, რომელსაც ბოსტნეული და ხილი, განსაკუთრებით კი ავოკადო უყვარს, ძალიან ბედნიერი, თბილი და საყვარელი შინაური ცხოველია.