12 ნოემბერს სამყარომ ახალ რეალობაში გაიღვიძა, მარველის კომიქსების ლეგენდარული შემქმნელი, სტენ ლი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ერთადერთმა და განუმეორებელმა მწერალმა, გარდაცვალებამდე ახალი სუპერგმირის შექმნაც მოასწრო და ძველი, ყველასათვის საყვარელი პერსონაჟები თავის შემცვლელს გადააბარა.

როგორც აღმოჩნდა, ლის არც თავისი ფანები დავიწყებია და მათან გამოსამშვიდობებლად უკანასკნელი ვიდეომიმართვა ჩაწერა.

"წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ მიყვარხართ. ხანდახან, ღამით წამოვჯდები და ვფიქრობ, როგორ დავიმსახურე მათგან ამხელა სიყვარული? და როდესაც თქვენს წერილებს ვიღებ, თითოეული მათგანის წაკითხვისას ვაცნობიერებ, თუ რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ფანები გყავს, ფანები, რომლებიც მართლა ზრუნავენ შენზე. მინდა იცოდეთ, რომ მეც ვფიქრობ თქვენზე, რადგან თავს არაჩვეულებრივად მაგრძნობინებთ. მერე რა, თუ ერთმანეთს არასდროს შევხვედრივართ და სამყაროს სხვადასხვა მხარეს ვცხოვრობთ, ჩვენ დიდი საერთო გვაქვს, რაც სამუდამოდ გვაკავშირებს ერთმანეთთან. ფანები საოცრებები არიან და მე ყველა მათგანი მიყვარს", - ამბობს სტენ ლი.

ამავე თემაზე: