ვის უნდა გადაეღო 1941 წელს გამოსული ანიმაცია დამბო მხატვრულ ფილმად, თუ არა ტიმ ბარტონს?!

ასეც მოხდა, შეუდარებელი რეჟისორი კიდევ ერთხელ შეეჭიდა ზღაპრული სამყაროს დიდ ეკრანზე გადმოტანას და თუ ტრეილერს დავუჯერებთ, მშვენივრად გამოუვიდა.

დამბო უამრავი ადამიანის საყვარელი მულტფილმია, რომელიც მოგვითხრობს ისტორიას სპლიყვზე, ვეება ყურებით. მას ამის გამო ბევრი დამცირების ატანა უწევს, თუმცა საბოლოო ჯამში სწორედ ეს ყურები გახდება მისი მთავარი ძალა, რისი დახმარებითაც პატარა სპილოს ფრენასა და გათავისუფლებას შეძლებს.

ფილმში მონაწილეობენ ევა გრინი, კოლინ ფარელი, მაიკლ კიტონი და დენი დევიტო. სიუჟეტის მიხედვით, კოლინ ფარელის პერსონაჟი ცირკის ყოფილი ვარსკვლავია, რომელიც ომიდან დაბრუნების შემდეგ, სცენას უბრუნდება.

ყურებპარტყუნა დამბო დიდ ეკრანს 2019 წლის 19 მარტს დაუბრუნდება.