საშობაო მზადება ოფიციალურად დაწყებულია, რადგან John Lewis-მა 2018 წლის საშობაო რეკლამა გამოუშვა.

წელს რეკლამის სახელი "ბიჭუნა და პიანინოა" და ის ინგლისელი შემსრულებლის, ელტონ ჯონის ცხოვრებასა და კარიერაზე გვიყვება.

რეკლამის დასაწყისში, ელტონ ჯონი პიანინოს წინ ზის, რომელიც მას ნოსტალგიას ჰგვრის. უეცრად მუსიკოსი ერთ-ერთი ჰიტის, Your Song-ის დაკვრას იწყებს და ცხოვრების ბედნიერი მომენტების გახსენებით, წარსულში ბრუნდება.

ტრადიციულად, სიყვარულითა და სითბოთი სავსე საშობაო რგოლი ემოციების გარეშე წელსაც არ დაგტოვებთ.

გადაავლეთ თვალი წინა წლების რეკლამებს: