საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჟინვალის წყალსაცავში მანქანით ჩავარდნილი კაცის ცხედარი მაშველებმა იპოვნეს. ამ წუთებში მისი წყლიდან ამოყვანის ღონისძიებები მიმდინარეობს.

დუშეთის რაიონში შემთხვევა 14 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა.
სამუშაოების შესრულებისას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბეტონმზიდი გზიდან გადავიდა და ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე სამუშაოებს ერთ-ერთი კერძო კომპანია ასრულებს, სადაც დასაქმებული იყო სპეციალური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.