ოსკაროსანმა მსახიობი ნიკოლ კიდმანი ჟურნალ Allure-ის ახალი ნომრის მთავარი გმირია. მსახიობმა გამოცემის ახალ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა და საინტერესო ინტერვიუც მისცა.

თავისი ცხოვრების საინტერესო დეტალების გახსენების დროს, შეუდარებელმა ნიკოლ კიდმანმა თქვა, რომ თინეიჯერობის დროს უნდოდა მონაზონი გამხდარიყო.

"რელიგიური ვარ, ღმერთის ძალიან მწამს. წლების წინ მოხიბლულიც კი ვიყავი იმ იდეით, რომ მონაზონი გავხდებოდი, თუმცა საბოლოოდ ეს გზა არ ავირჩიე, შემეშინდა.

ჟურნალთან ინტერვიუში ნიკოლმა მისი და რიზ უიზერსპუნის მეგობრობაზეც ისაუბრა:

"სანაპიროზე საერთო სახლი გვაქვს, დილით ერთად ვსაუზმობთ და შემდეგ ოკეანის ნაპირზე ვსეირნობთ. ძალიან კარგ დროს ვატარებთ ერთად", - ყვება ნიკოლი.

კიდმანმა აღნიშნა ისიც, რომ ის საკუთარ თავს ვარსკვლავს არ უწოდებს.

"საკუთარ თავს კინოვარსკვლავს ვერ დავუძახებ, უბრალოდ მსახიობი ვარ. ბიონსე კი ნამდვილად არის ვარსკვლავი", - ამბობს ავსტრალიელი მსახიობი.