ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის გამო ისრაელის თავდაცვის მინისტრი გადადგა
ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის გამო ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ავიგდორ ლიბერმანი თანამდებობიდან გადადგა. 12-13 ნოემბერს 2014 წლის შემდეგ ღაზაში ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება იყო. თავდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა შეთანხმებას "ტერორიზმის წინაშე კაპიტულაცია" უწოდა.
"ახლა ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვყიდულობთ მოკლევადიან სიმშვიდეს, რომლის ფასიც იქნება გრძელვადიანი ზიანი ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ლიბერმანმა.
ორდღიანი სარაკეტო დარტყმების შემდეგ ისრაელის ხელისუფლებამ პალესტინასთან ზავი დადო. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იღებს ჰამასის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რადგან უნდა მიიღო "რთულია, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებები". მისივე თქმით, "მტრები, ცეცხლის შეწყვეტას ევედრებოდნენ".
გარდა ამისა, ლიბერმანმა განაცხადა, რომ მისი პარტია ისრაელი ჩვენი სახლია გამოვა ნეთანიაჰუს კოალიციური ხელისუფლებიდან. გარდა ამისა, ის ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.
ავიგდორ ლიბერმანი მინისტრის პოსტზე 2016 წლიდან არის. მანამდე ის საგარეო საქმეთა სამინისტროს სათავეში იყო. დასავლურ მედიას არაერთხელ დაუდანაშაულებია ის ანტიარაბულ რიტორიკასა და რასიზმში.
ისრაელის თვითმფრინავები 13 ნოემბერს გვიან ღამით ღაზას სექტორში პალესტინის სამხედრო ბაზებს დაესხნენ თავს. მანამდე კი პალესტინამ ისრაელის მიმართულებით 370 რაკეტა გაუშვა.
ორმხრივი სარაკეტო თავდასხმების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა: ოთხი ღაზას სექტორში მაცხოვრებელი, ხოლო ერთი ისრაელის ქალაქ აშკელონში.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები