ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ Edison Research-ის კვლევები არაზუსტია და 28 ნოემბერს რეალობა განსხვავებული იქნება. მართალია, კალაძემ არჩევნების თარიღზე ისაუბრა, თუმცა ცესკოს მეორე ტურის გამართვის ზუსტი დღე ჯერ არ დაუსახელებია.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს, 14 ნოემბერს, 13 საათზე დაანონსებული სხდომა 19 საათამდე გადაიდო. ამ სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები და მეორე ტურის თარიღი.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაცია შედეგების შეჯამებასთან ერთად კენჭისყრის თარიღსაც დანიშნავს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღედ ოთხშაბათი, 28 ნოემბერი განისაზღვრება.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა რამდენიმე მიზეზით სურთ:

  • უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა ვერ მისცენ ხმა გრიგოლ ვაშაძეს;
  • არჩევნებზე მივიდნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები და კერძო სექტორის — არა.