საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს, ოთხშაბათს გაიმართება. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ცესკოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

ცესკომ არ გაითვალისწინა რამდენიმე წევრის მოსაზრება. ისინი არჩევნების უქმე დღეს დანიშვნას ითხოვდნენ. თუმცა კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ უთხრა, რომ არჩევნების დღე დასვენება იქნებოდა.

ცესკოს ერთ-ერთი წევრი ამბობდა, რომ შემაჯამებელი ოქმი უქმე დღეს უნდა გამოეცათ, რათა არჩევნები შაბათს ან კვირას დანიშნულიყო. კიდევ ერთი წევრი განმარტავდა, რომ თუ არჩევნები არასამუშაო დღეს ჩაინიშნებოდა, მაშინ საზღვარგარეთ არსებულ საარჩევნო უბნებში დამკვირვებლებად საქართველოს ის მოქალაქეები ვეღარ იქნებოდნენ, რომლებიც პირველ ტურს აკვირდებოდნენ.

მანამდე, არჩევნების თარიღის დასახელება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დაასწრო. კალაძემ განაცხადა, რომ Edison Research-ის კვლევები არაზუსტია და 28 ნოემბერს რეალობა განსხვავებული იქნება.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა რამდენიმე მიზეზით უნდოდათ:

  • უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა ვერ მისცენ ხმა გრიგოლ ვაშაძეს;
  • არჩევნებზე მივიდნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები და კერძო სექტორის — არა.