12 ნოემბერს სამყარო სტენ ლის გარდაცვალების ამბავმა შეძრა. მარველის კომიქსების ლეგენდარული შემქმნელი და მწერალი 95 წლის ასაკში, ლოს-ანჯელესში, ადგილობრივი დროით ორშაბათს დილით გარდაიცვალა.

ლიმ მსოფლიო პოპ კულტურაზე უდიდესი გავლენა მოახდინა და შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე კინოინდუსტრიას სწორედ მან განუსაზღვრა მიმართულებები.

სტენ ლი იყო Marvel Comics-ის კომპანიის დირექტორების საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტი. რამდენიმე მხატვართან ერთად მან შექმნა ისეთი საკულტო პერსონაჟები.

ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს გმირები აჩუქა, როგორ აღმოჩნდა სიკვდილამდეც გამუდმებით მათზე ფიქრობდა. სწორედ ამიტომ, ორი დღით ადრე, 10 ნოემბერს ის თავის პროტეჟეს, მწერალ როი ტომასს შეხვდა.

როგორც როის მენეჯერმა, ჯონ კამინომ TMZ-ისთან საუბრისას თქვა, მიუხედავად იმისა, რომ სტენი უკვე ძალიან ცუდად იყო, ის მაინც იღიმოდა. კამინომ გამოცემას შეხვედრის ამსახველი ფოტოც გაუგზავნა.

სტენ ლი და როი ტომასი

სტენ ლი და როი ტომასი

ტომასსა და ლის შორის საუბარი 30 წუთს გაგრძელდა, ბოლოს კი ლეგენდარულმა მწერალმა როის სთხოვა მის გმირებზე ეზრუნა.

"ღმერთმა დაგლოცოს. იზრუნე ჩემს ბიჭებზე, როი", - სწორედ ეს იყო სტენ ლის უკანასკნელი სიტყვები.

გაიგეთ მეტი: ლეგენდარული სტენ ლის 35 კამეო მარველის ფილმებიდან