ოსკაროსანი მსახიობის, რობერტ დე ნიროსა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა.

ჯერ კიდევ ივნისში, რობერტ დე ნირომ ტონის დაჯილდოებაზე ტრამპი გააკრიტიკა და მას ეროვნული ტრაგედია.

მის კრიტიკას კი ტრამპი ტრადიციულად ტვიტერზე გამოეხმაურა და თქვა, რომ მსახიობს დაბალი IQ აქვს.

"რობერტ დე ნიროს ძალიან დაბალი IQ აქვს, ფილმებში კრივის დროს, ძალიან ბევრჯერ მოხვდა თავში. წუხელ ვუყურე და მიმაჩნია, რომ დარეტიანებულია ამდენი დარტყმისაგან. ალბათ, ის ასე არ ფიქრობს", - წერდა ტრამპი.

ამჯერად, დე ნირომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია Saturday Night Live-ში ყოფნის დროს არ დაინდო და მათ უსაქმურები უწოდა.

"ძალიან გაღიზიანებული ვარ ამ უსაქმურების თეთრ სახლში ყოფნით. დროა ადგილი მივუჩინოთ მათ. ძირს ეგ არამზადა!", - ამბობს დე ნირო.