ფინანსთა მინისტრი: ინფრასტრუქტურული პროექტები იგვიანებს, რადგან კორუფციის ბრალდების გვეშინია და ზედმეტად "ვუჭერთ"
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების დაგვიანების შესახებ დასმული კითხვები ლეგიტიმურია, ხოლო კორუფციის შესახებ კითხვები სპეკულაციური. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობს შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დონორების მიერ ფინანსდება, რასაც კორუფციის რისკი ნულამდე დაჰყავს.
"ეს პროექტები დაგვიანებულია იმიტომ, რომ ჩვენ ზედმეტად ვართ შეშინებული ზუსტად ამ კორუფციული ბრალდებების გამო და ზედმეტად "ვუჭერთ", ამიტომ უფრო მეტი დრო მიაქვს ამ პროცესს, უფრო მეტად ფრთხილები ვართ და დაგვიანების მიზეზი ესაა", — განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, განცხადებები იმაზე, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილი ფული სხვაგან უნდა დავხარჯოთ არასწორია, რადგან ეს არის მიზნობრივი სახელობითი ფული, რომელიც კონკრეტული პროექტის განხორციელებისკენაა მიმართული.
მინისტრის თქმით, დონორების წესები საკმაოდ ბიუროკრატიულია, რაც დროში აფერხებს კონკრეტული პროექტების დასრულებას.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა 12:00-ზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო 4 საათით დაიგვიანა.
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები