დღეს, 13 ნოემბერს ქუთაისში პარლამენტის საშემოდგომო პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ დაიწყო. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სესია 16 საათამდე გადადო, მანამდე კი ფრაქციის თავმჯდომარეებს მოუწოდა დეპუტატებისთვის მისვლის აუცილებლობა შეეხსენებინათ.

კვორუმის არარსებობის გამო ბიუჯეტის პროექტის განხილვა ვერ მოხერხდა 13 ნოემბერსაც.

სხდომაზე დეპუტატებს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება უნდა მოესმინათ და განეხილათ, რომელიც ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს უნდა წარმოედგინა.

დღევანდელი სხდომის გახსნისას, უმრავლესობის დეპუტატებმა კვორუმის შეკრების მიზნით, სავარაუდოდ, ერთმანეთის პულტები გამოიყენეს.

პირველ ჯერზე, რეგისტრაცია 79-მა დეპუტატმა გაიარა, თუმცა როგორც უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, ამ რაოდენობის დეპუტატი სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. საკითხის გარკვევა მანდატურის სამსახურს დაევალა, რისთვისაც 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

მეორე ჯერზე რეგისტრაცია 78 დეპუტატმა გაიარა. მათ შორის არ იყვნენ ევროპული საქართველოს დეპუტატები.

ირმა ნადიაშვილის თქმით, ევროპული საქართველოს 8 დეპუტატმა რეგისტრაცია მიზანმიმართულად არ გაიარა, რადგან ეჩვენებინა, რომ მმართველი გუნდს ბიუჯეტის განხილვის პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ აქვს.