ავიაკომპანია ვიზეარის რეისზე მილანი-ქუთაისი, მგზავრთა 35-კაციანი ჯგუფი არ აუშვეს. ამის შესახებ On.ge-სთან საუბარში ერთ-ერთი მგზავრი, ლევან კილაძე ჰყვება.

მისი თქმით, კომპანიამ მათი დარეგისტრირება ვერ მოასწრო, ბარგი მიიღო და თვითმფრინავში აღარ აიყვანა. მგზავრი აცხადებს, რომ აეროპორტში ორი საათით ადრე მივიდა და ბარგის ჩაბარებიდან გასასვლელამდე მისასვლელად სულ სამი წუთი დასჭირდა:

"ვიზეარის წარმომადგენელმა იტალიურად იკითხა, ბავშვი ხომ არ არისო, კონტროლიორმა უპასუხა, არაო. მოგვიკეტეს კარი და ჩაბარებული ჩემოდნები გადმოყარეს".

მგზავრები იტალიაში რაგბის მატჩზე დასასწრებად იყვნენ ჩასული. ვიზეარის წარმომადგენელმა On.ge-ს განუცხადა, რომ მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და დეტალების დადგენის შემდეგ განცხადებას თავად გაავრცელებენ.

ფოტო: ლევან კილაძე