მარველის კომიქსების შემქმნელი და მწერალი, ლეგენდარული სტენ ლი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ლოს-ანჯელესში, ადგილობრივი დროით ორშაბათს დილით გარდაიცვალა.

სტენ ლი ამერიკელი მწერალი, მსახიობი და პროდიუსერია, რომელმაც ყველასთვის საყვარელი და კომიქსის შეუცვლელი გმირები შექმნა. ის იყო Marvel Comics-ის კომპანიის დირექტორების საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტი. რამდენიმე მხატვართან ერთად მან შექმნა ადამიანი-ობობა, ხალკი, დოქტორი სტრეინჯი, ფანტასტიკური ოთხეული, რკინის კაცი, დერდევილი, თორი, ადამიანები-იქსი და კიდევ მრავალი სხვა პერსონაჟი.

ბოლო პერიოდში მარველის კინოფილმებში კამეოები, მცირე ეპიზოდური როლები ჰქონდა.