თბილისის მეტროს პირველი ხაზი მეტროსადგურ ისანში, ლიანდაგებში მგზავრის ჩავარდნის გამო რამდენიმე წუთით გაჩერდა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მიაწოდეს.

კომპანიაში ამბობენ, რომ მგზავრი ცოცხალია და მეტრო მისი ბაქანზე აყვანის გამო გაჩერდა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მეტრო უკვე ამუშავდა.