და, აი, ისიც! ყველასათვის საყვარელი და საკულტო ანიმაციური ფილმი, სათამაშოების ისტორია, მეოთხე ნაწილით ბრუნდება.

დისნეისა და პიქსარის ეს გენიალური ანიმაცია დიდ ეკრანებს 2019 წლის 21 ივნისს დაიპყრობს.

სათამაშოების ისტორიის პირველი ნაწილი ეკრანებზე 1995 წელს გამოვიდა და ის Pixar-ის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო, ასევე პირველი ანიმაციური ფილმი, რომელიც სრულადაა შექმნილი კომპიუტერული ტექნოლოგიით.

ფილმმა გამოსვლის დღიდან დაიმსახურა კრიტიკოსების უმაღლესი შეფასებები და მაყურებლის დიდი სიყვარულიც, რაც საბოლოოდ მის შემოსავლებზეც აისახა.

მაყურებელმა ერთნაირად შეიყვარა მთავარი პერსონაჟები ვუდი, ბაზ ლაითერი, მისტერ და მისის კარტოფილი, ტრიქსი და სხვები.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, თუ როგორ გაგრძელდება ყველა დროის ყველაზე დიდებული სათამაშოების ისტორია.