გარდა იმისა, რომ ადამიანებს განსაკუთრებული ნიჭი გვაქვს და ერთმანეთს ვერბალური კომუნიკაციის საშუალებით ვეკონტაქტებით, ჩვენი ემოციები და რა თქმა უნდა, ამ ემოციების სწორად გამოხატვა, უფრო სრულყოფილი ურთიერთობების დამყარებაში გვეხმარება.

თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც სიხარულის, ბრაზისა თუ უბრალოდ ბედნიერების გამოხატვა არ შეუძლიათ და ირგვლივ მყოფი ადამიანები ამა თუ იმ საკითხზე მათი აზრის გამოსაცნობად დიდ ძალისხმევას ხარჯავენ. ვაღიარებ, მეც მათ შორის ვარ.

შენც ჩემსავით გიჭირს ემოციების გამოხატვა?! მაშინ ეს 10 სიტუაცია შენთვისაც ძალიან ნაცნობი იქნება:

1. როცა დიდი ხნის უნახავი ჯგუფელი გხვდება და ერთადერთი კითხვა გაქვს - საით?!

ფოტო: giphy

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ საუბრის დრო მართლა არ გვაქვს და ეს ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება.

2. როცა მეგობრებთან ერთად ფილმს უყურებ და ყველაზე გულისამაჩუყებელ მომენტში მხოლოდ შენ არ გეტირება

ფოტო: giphy

ამ დროს უნდა თქვა, რომ ეს ფილმი უკვე ნანახი გაქვს და მეორედ ასეთი მტკივნეული საყურებელი აღარ არის.

3. დაბადების დღეზე ნანატრ ტელეფონს გჩუქნიან, შენ კი თითქმის ნაძალადევი ღიმილით შემოიფარგლები

ფოტო: giphy

თქვი, რომ არ გეტყობა მაგრამ შენს გულში ნამდვილი ფოიერვერკია, იყვირე - ვაიმეეე (სამჯერ) და მეტი დამაჯერებლობისთვის სახეზე ხელები აიფარე.

4. როცა შეყვარებული გეუბნება, რომ უყვარხარ, შენ კი მადლობით პასუხობ

ფოტო: giphy

ნუ, ჩემი აზრით, მადლიერებაში ცუდი არაფერია.

5. როცა ჯეკპოტს იგებ და შენი უემოციო რეაქციით შოუს აფუჭებ

ფოტო: giphy

უარეს შემთხვევაში ამბობ: გიო, ხმაზე გიცანი, ნუ მეკაიფები!

6. მეგობარი ჩათში ხუმრობს, შენ კი სიცილის სმაილების გაგზავნაც გეხამუშება (შენში არ ზის)

ფოტო: giphy

ძირითადად, ამ დროს ასე პასუხობ: ))) ან =).

7. შენი კატა მაგიდიდან არ ჩადის, იმიტომ, რომ შენს სიტყვებში "ახლავე ჩადი მაგიდიდან" ბრაზი საერთოდ არ ჩანს

ფოტო: giphy

არაუშავს, საკუთარ თავზე მუშაობა გვიანი არასდროსაა.

8. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ სუპერ გმირი ხარ, რადგან ერთი შეხედვით არც კბილის ტკივილი და არც შაკიკი გაწუხებს

ფოტო: giphy

თუ ძალიან ცუდად ხარ და ამას ემოციებით ვერ გამოხატავ, ოჯახის წევრებს რეალური მდგომარეობის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით შეგიძლია აცნობო.

9. არასდროს გეტყობა, როცა იტყუები, რადგან სახე არ გეცვლება

ფოტო: giphy

ნუ იდარდებ, არც სხეულის ენა აპირებს შენი საიდუმლო გაამჟღავნოს.

10. მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვების რჩეული ხარ

ფოტო: giphy

სინამდვილეში რას გრძნობ ისინი უსიტყვოდაც მარტივად ხვდებიან.