სამედიცინო კორპორაცია ევექსი C ჰეპატიტით დაინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის 5 რეგიონში მკურნალობის კურსს სთავაზობს.

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვისაც C ჰეპატიტის სკრინინგის ფარგლებში აღმოაჩნდა ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები და საჭიროებენ მკურნალობას.

პროგრამაში ჩართული ყველა პაციენტი უფასოდ მიიღებს ახალი თაობის, ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს: სოფოსბუვირი და ჰარვონი, რომლებიც წინა თაობის მედიკამენტებისგან განსხვავებით გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და გვერდითი მოვლენების სიმცირით.

საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები ასევე უფასოდ მიიღებენ დამხმარე მედიკამენტს: რიბავირინს.

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია ევექსის შემდეგ კლინიკებში:

  • ფოთის პოლიკლინიკა, ფოთი, გამსახურდიას ქ. 6
  • ქობულეთის ჰოსპიტალი, ქობულეთი, მ.აბაშიძის ქ. 18
  • ახალციხის ჰოსპიტალი, ახალციხე, რუსთაველის ქ. 105ა
  • ახალქალაქის ჰოსპიტალი, ახალქალაქი, დ. აღმაშენებლის ქ. 31
  • ხაშურის რეფერალური ჰოსპიტალი, ხაშური, შ.რუსთაველის ქ. #40
  • თელავის რეფერალური ჰოსპიტალი, თელავი, ალაზნის გამზირი