ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სამტრედიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მერაბ ჯანელიძე წარადგინა. ენმ-ს ლიდერებმა სამტრედიაში შეკრებილ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა წარდგნეს, ასევე გააცნეს გეგმა, რომლითაც გამარჯვების შემთხვევაში იმოქმედებენ. შეკრებილ მოქალაქეებს სანდრა რულოვსმა და დავით ბაქრაძემ სიტყვით მიმართეს.

როგორც რულოვსმა აღნიშნა, იმ 4 წლის განმავლობაში, რომლის დროსაც ხელისუფლების სათავეში ქართული ოცნებაა, ვერანაირ წინსვლას ხედავს:

"ვხედავ, რომ საქართველოს ემუქრება, რომ სხვა სახელმწიფო შემოვიდეს, რომ უკუსვლაა და ისევ შეიძლება, რომ საქართველო საერთოდ გაქრეს ამ რეგიონში და საერთოდ მსოფლიოს რუკიდან".