სატელევიზიო ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, მაყურებელს მიეცა საშუალება უყუროს ზუსტად იმ ტიპის სერიალს როგორიც მოსწონს.

თითქმის ყოველ თვე სხვადასხვა ტელეარხები თუ სტრიმინგ სერვისები, გაზრდილი კონკურენციის ფონზე, უფრო და უფრო საინტერესო შოუებს გვთავაზობენ, რაც ჩვენთვის, მაყურებლისთვის ძალიან მომგებიანია.

ძველი სერიალების ახალი სეზონებით და სრულიად ახალი შოებით იყო (და არის) დახუნძლული შემოდგომის სეზონიც.

მოდით ვნახოთ, რომელ სერიალებს ჰყავდათ შემოდგომის სეზონზე ყველაზე მეტი მაყურებელი პირდაპირ ეთერში:

ამ სიაში პირველ ადგილს იკავებს - The Big Bang Theory, რომელსაც პირდაპირ ეთერში საშუალოდ 15.8 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.

სეზონის ყველაზე ყურებად შოუებში ასევე მოხვდნენ:

  • Young Sheldon - 13.2 მილიონი მაყურებელი
  • This is Us - 12.8 მილიონი მაყურებელი
  • The Good Doctor - 12.0 მილიონი მაყურებელი
  • Grey’s Anatomy - 9.1 მილიონი მაყურებელი
  • Modern Family - 7.07 მილიონი მაყურებელი
  • Criminal Minds - 6.66 მილიონი მაყურებელი

რაც შეეხება სტრიმინგ სერვისებს (ნეტფლიქსი, ამაზონი და ა.შ.) აქ მაყურებელთა რიცხვი კიდევ უფრო დიდია, გასაკვირი არც არის, რადგან მაყურებელს კვირიდან კვირამდე ლოდინი არ უწევს და შუძლია მთელი სეზონი ერთიანად ნახოს.

ყველაზე ყურებადი ახალი სერიალი Chilling Adventures of Sabrina გახდა, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში (1-ლი ნოემბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით) 61,4 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.

მიუხედავად იმისა, რომ Stranger Things-ის ახალი სეზონი ჯერ არ გამოსულა, ის ყველაზე ყურებადი სერიალების სიაში მეორე ადგილს იკავებს. შოუს მეორე სეზონს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 46,3 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.

ამავე სიაში მოხვდნენ:

  • The Haunting of Hill House - 34 მილიონი მაყურებელი
  • House of Cards - 30,9 მილიონი მაყურებელი
  • Big Mouth - 21,1 მილიონი მაყურებელი
  • Homecoming - 20, 7 მილიონი მაყურებელი