ოსკარის მფლობელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო 11 ნოემბერს 44 წლის გახდა.

მსახიობმა იუბილე ბევერლი ჰილზის ერთ-ერთ კლუბში აღნიშნა და როგორც ცნობილია მას 500 სტუმარი ესწრებოდა.

მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის - ოპრა უინფრი, ბიონსე, ჯეი ზი, ჯენიფერ ენისტონი, გვინეტ პელტროუ, ბრედ ფალჩუკი, რობერტ დე ნირო, ჯულია რობერტსი, ქეით ბეკინსეისი, ალ პაჩინო, რიტა ორა, ქეით უინსლეტი, ნაომი კემპბელი, ბრედ პიტი და სხვები.

პაპარაცებმა მოახერხეს გადაეღოთ, როგორ მივიდნენ ჯენიფერ ენისტონი და გვინეტ პელტროუ დაბადების დღეზე.