საქართველოს სამბისტთა ეროვნული გუნდის წევრი, +80 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ელენე ქებაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სამბოს ეროვნულმა ფედერაციამ გაავრცელა.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო პირველობის ფინალში 24 წლის ელენე ქებაძემ რუსი ანა ბალაშოვა დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

9 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე 72 კგ წონით კატეგორიაში ნინო ოძელაშვილმა იასპარეზა და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ქართველმა სამბისტებმა წარმატებით იასპარეზეს და ჯამში 8 მედალი (4 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო)
მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ პირველად გოგოებმა გუნდური მესამე ადგილი მოიპოვეს, ხოლო ბიჭებმა მეორე ადგილი.