კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. კალიფორნია იწვის — პალმების ხეივნიდან სიერა ნევადის მთის ტყეებამდე — წერს The New York Times.

კალიფორნიის ისტრიაში ყველაზე დამაზიანებელმა ხანძარმა თითქმის სრულად წაშალა მთელი ქალაქი სიერაში. 6 400-ზე მეტი სახლი განადგურდა. მალიბუსა და სხვა ქალაქებში, ლოს-ანჯელესის დასავლეთით მაცხოვრებლებმა სახლები დატოვა, რომელთა ნაწილი სასახლეებსა და მოკრძალებულ დარბაზებსაც კი ჰგავდა.

ფოტო: Justin Sullivan/Getty Images

ფოტო: Stephen Lam/Reuters

ფოტო: Jim Wilson/The New York Times

ფოტო: Justin Sullivan/Getty Images

ხანძარი თითქმის რვა ათას ჰექტარზე გავრცელდა და ქალაქი პარადაისი გაანადგურა. ხალხის ნაწილმა თავიანთი ფურგონები მიატოვა, სულ მცირე შვიდი ადამიანი კი საკუთარ მანქანაში გარდაიცვალა. პარადაისი პოპულარულია ხანდაზმულებში. ქალაქის მაცხოვრებლების საშუალო ასაკი 50 წელია. ხელისუფლება ხანდაზმულთა ევაკუაციისთვის იბრძოდა. სულ მცირე 35 ადამიანი გამოაცხადეს დაკარგულად. შერიფი შიშობს, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.

ფოტო: David Mcnew/Getty Images

ძლიერი ქარის გამო გაჩენილმა ორმა ხანძრის კერამ ლოს-ანგელესის დასავლეთით, წყნარი ოკეანის თავზე გორაკები და კანიონები "შთანთქა". 250 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ფოტო: Eric Thayer/Reuters

ფოტო: Robyn Beck/Agence France-Presse — Getty Images

საგანგებო სიტუაციის გამო გზები გადატვირთული იყო, ამიტომაც ბევრმა მანქანა მიატოვა და ბავშვებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად გარბოდა.

ფოტო: Noah Berger/Associated Press

ფოტო: Jim Wilson/The New York Times

ფოტო: Noah Berger/Associated Press

პარადაისის მოსახლეობა ხანძრამდე დაახლოებით27 000 ადამიანი იყო. The New York Time-ის ჩრდილოეთ კალიფორნიის ფოტოგრაფმა, რომელიც ტყის ხანძრების ვეტერანია, ბოლო ორი დღე ხანძრის გადაღებაში გაატარა. "ყველაფერი გაქრა", — თქვა მან.

ფოტო: Noah Berger/Associated Press

ტყის ხანძარი Camp ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხუთშაბათს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 42 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 7 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული.

აქამდე ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი კალიფორნიის შტატში 2017 წელს დაფიქსირდა. მაშინ ხანძრის შედეგად 5,5 ათასი ნაგებობა განადგურდა, ხოლო ხანძრის გავრცელების ფართობი 15 ათას ჰექტარს შეადგენდა.