აშხაბაშდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სუპერ მძიმე წონაში ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოპივა.

ლაშა ტალახაძემ პირველივე ცდაზე 207კგ ასწია და ატაცში ოქროს მედალი მიიღო. მეორე ცდაზე მან 212კგ დაძლია და მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მესამე ცდაზე ტალახაძემ 217კგ ასწია და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

ლაშა ატალხაძის გარდა აშხაბადში ასპარეზობდა მეორე ქართველი, ირაკლი თურმანიძე. მან ატაცში 203კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.