დღეს სინგაპურის პრეზიდენტი, სელაპან რამანათანი გარდაიცვალა. ის 92 წლის იყო და ქვეყანას 1999 წლიდან 2011 წლამდე მართავდა. მას გულის პრობლემები აწუხებდა, 31 ივლისს ინსულტი მიიღო და მას შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მას პრეზიდენტობამდე საჯარო სამსახურის 40 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. კომუნისტურ პერიოდში მონაწილეობას სხვადასხვა გაერთიანებების შექმნაში იღებდა.

1971-დან 1979-წლამდე ის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. შემდეგ კი ელჩი იყო აშშ-ში.

საპენსიო ასაკში მას სთხოვეს საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, რამაც გაამართლა და 12 წლის განმავლობაში ის ქვეყნის პირველი პირი იყო.