სოფელ ატოცში აქცია დაიწყო - საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს სამხედროები არიან მობილიზებული
სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციას პოლიტიკური პარტია გირჩი, მოძრაობა რუსეთი ოკუპანტია და ანტიოკუპაციური მოძრაობა ძალა ერთობაშია მართავს. ამჟამად, აქციის მონაწილეების ნაწილი ადგილზეა, დანარჩენები კი ჯერ კიდევ იკრიბებიან.
საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მობილიზებული არიან სამართალდამცავები და სამხედროები. ქართველი აქტივისტების პროტესტს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან რუსული მედიაც აშუქებს. ე.წ საზღვრის მიღმა მდებარე საოკუპაციო ძალების საგუშაგო კოშკთან მყოფი პირები აქ შეკრებილ ხალხს დურბინდებიდან აკვირდებიან და ფოტოებს უღებენ.
ძალა ერთობაშიას ლიდერი დავით ქაცარავა On.ge-სთან აცხადებს, რომ ატოცთან მათ 24-საათია პატრულირება აქვთ დანიშნული. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსეთის უკანონო ქმედებებს აპროტესტებენ.
გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს ჰქონდეს საერთაშორისო გამოხმაურება, ამიტომაც აქციის მონაწილეებს შესთავაზა, რომ ფილმ Brave Heart-ის მსგავსად რიგში განლაგდნენ, შარვლები ჩაიხადონ და რუს ოკუპანტებს საჯდომები ანახონ.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს და ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა ჩართეს.
საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, აქციისა და ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს აკეთებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები.
6 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების უკანონო გაბმა მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზის გავლება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. 2014 წელს ე.წ საზღვრის გავლების შედეგად ადგილობრივებმა 30 ჰექტარი მიწა დაკარგეს.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
კომენტარები