სამეფო კარის თამაშების ფინალური სეზონის გადაღებები ოფიციალურად დასრულდა. თითქმის ყველა მსახიობი ინსტაგრამისა თუ სხვა სოციალური ქსელის საშუალებით, ემოციური პოსტით დაემშვიდობა სერიალსა და თავის პერსონაჟს.

შოუს ფინალის გადაღებისას, მოედანზე თავად შონ ბინიც (ნედ სტარკი) მივიდა და მსახიობებს შეხვდა.

ნედ სტარკის როლის შემსრულებელმა გადაწყვიტა, იმ პერსონაჟის ვინაობაც გაემხილა, ვინც სურს რომ გადარჩეს.

"ძალიან მინდა და აუცილებლად უნდა გადარჩეს არია. დარწმუნებული ვარ ის ბოლომდე იბრძოლებს და რკინის ტახტსაც დაიკავებს", - ამბობს ბინი.

თავად არია სტარკის როლის შემსრულებელმა, მეისი უილიამსმა კი ცოტა ხნის წინ, თავისი პერსონაჟის ბოლო სცენასთან დაკავშირებით ერთი დეტალი გაამხილა:

"ჩემი გმირის ისტორია იდეალური სცენით დასრულდა. მარტო ვიყავი. მართალია, არია ყოველთვის მარტოა, მაგრამ ამჯერად მე ვგრძნობდი თავს მარტოდ. თუ სხვა მსახიობების ბოლო სცენები გრძელი სიტყვებით და ცრემლებით იყო სავსე, ჩემი სიტყვა არ იყო ისეთი, როგორიც წარმომედგინა, მაგრამ იმ მომენტში მივხვდი, რას ნიშნავდა ეს სერიალი ჩემთვის", - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში მეისი უილიამსმა.

გაიგეთ მეტი: