მობილური ოპერატორი ვიონი საქართველო, ბილაინის აპლიკაცია MyBeeline-ის მომხმარებლებისთვის იწყებს ახალ ტრადიციას - Happy Day.

Happy Day-ს ფარგლებში ბილაინის მომხმარებლები სარგებლობენ განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით, რომლებიც პერიოდულად და დაუანონსებლად ჩნდება MyBeeline აპლიკაციაში.

შეთავაზების არსებობის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი იგებს ბილაინის ფეისბუქის გვერდიდან, SMS-ითა და ვებგვერდის მეშვეობით, უშუალოდ Happy Day-ს დღეს, ხოლო შეთავაზების სრულად ნახვა მხოლოდ MyBeeline აპლიკაციითაა შესაძლებელი.

ბილაინის პირველი Happy Day 8 ნოემბერს გამოჩნდა და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ შეეძინათ iPhone XS 64 GB მხოლოდ 2499 ლარად, ნაცვლად 3499 ლარისა და საჩუქრად მიეღოთ 64GB ბილაინის მობილური ინტერნეტი ყოველთვიურად, ერთი წლის განმავლობაში. ამ შეთავაზებას ბილაინის მომხმარებლები დიდი მოწონებით გამოეხმაურენ და გამოცხადებიდან 2 საათში ყველა სმარტფონი გაიყიდა.